Saturday, June 16, 2012

დასაწყისი

   დავიწყეთ... მაგრამ რითი? ამ სამყაროში დაინტერესებული ადამიანისთვის არჩევანის მეტი რა არის..... სულო და გულო, რაც გინდა აირჩიე ინფორმაციის, თუ აზროვნების მიმართულების წყაროდ – რელიგია, მეცნიერების სხვადასხვა დარგები,  ეზოთერიკა... 


სათითაო მათგანს რომ გადახედო, თვალები აგიჭრელდება, თან ყველა მათგანი ამტკიცებს:  "ჩემზე უკეთესი გზა რაიმეს გასაგებად არ არსებობს! მე მომყევი და შემეცნების სხვა საშუალებებს  თავი დაანებეო". თავიდან ეს სიტყვები ძალიან ტკბილად, თბილად ჟღერს ხან მოფერების, ხან დაინტერესების და ხან ჩვენი გადარჩენის სურვილით გაჟღენთილი, მაგრამ მერე უკვე ტონი მკაცრდება – ზოგი მათგანი ანათემაზე გადაცემასაც გვპირდება იმის გამო, რომ სხვა მხარეს გავიხედეთ, ზოგი უბრალოდ გონებაჩლუნგად მიგვიჩნევს ....


 გინდა, არ გინდა თითს რომელიმე მათგანისკენ მაინც გაიშვერ და იტყვი:    
 "დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ, ყველას ვფიცავარ სხვაგან არ გავიხედავ და მხოლოდ შენი თვალებით ვუყურებ სამყაროსო" და მორჩა... მივყვებით ამ გზას და გზის სავალზე ისიც კი გვავიწყდება რისთვის დავადექით ამ გზას, ჩვენ ხომ სამყაროს შემეცნება გვნდოდა, ვიკეტებით, ვიზღუდებით ... და სულ გვავიწდება, რომ მთავარი რომელიმე გზის მიმდევრად გადაქცევა კი არა, მთავარი სულ სხვა რამეა....

თუმცა სანამ გავაგრძელებდე, მოდი სჯობს ცოტა მაინც გავიცნოთ თითოეული მათგანი – რა არის თუნდაც რელიგია, ეზოთერიკა ან მეცნიერება  და რა უნდათ ჩვენგან, ან ჩვენ მათგან რას შეიძლება მოველოდეთ...


2 comments:

  1. ამაზე კი მართლა გალილეის სიტყვები გამახსენდა: "და მაინც, ის მაინც ბრუნავს!" ჭეშმარიტება შიშზე ძლიერია, უბრალოდ შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ...

    ReplyDelete
  2. ოოო ასეეაა... სამწუხაროა რომ ასეთი თითის გაშვერით აკეთებენ "არჩევანს"... ეს სამწუხარო რეალობაა საზოგადოების :))) მაგრამ ... ჭეშმარიტებას დიდი გული აქვს სამაგიეროდ და გონება კიდე... შიშისაგან დაჭყეტილი თვალები კი გულის და გონების მეშვეობით ჩვეულ ფორმას მიიღებს და სიფრთხილედ გადაიქცევა, რაც მეტად აუცილებელია ამ ლაბირინთში საძრომიალოდ...

    ReplyDelete