Friday, June 15, 2012

პირველად იყო სიტყვა?                     

 ამბობენ, თუ რამის     გაგება გინდა, დაკვირებით, გონივრულად, მაგრამ  თამაშ–თამაშით, ბავშვური მიდგომით ყველაზე უკეთესად გაიგებო. ყოველთვის სახალისოდ  მივიჩნევდი ამ მიდგომას და ყველაზე მართებულადაც ვთვლიდი...  რატომღაც  მომინდა ყველაზე ურთულეს საკითხებსაც, დასაწყისისთვის მაინც, ამ მიდგომით შევხებოდი ... ასე დამეწყო... 

ალბათ ყველა დაფიქრებულა, რა იყო ის, პირველი ჰაერის ჩასუნთქვა – დაბადება, რომელსაც რატომღაც ჩვენი მხრიდან ტირილით შევეხმიანეთ, .... როგორც მერე გვითხრეს, ეს უდიდესი მოვლენა ყოფილა....  არადა ჩვენ ვტირით, რა უხერხული შეგრძნებაა, ნეტა რა გვატირებს... ჩვენ ხომ დავიბადეთ... 

დავიბადეთ ... მაგრამ სად ... ალბათ პირველი, რაც დაბადების შემდეგ გავაკეთეთ, იყო შეგრძნება და დანახვა იმისა, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა...  ვახელთ თვალს ...  და ჩვენს წინაშე იშლება უზარმაზარი, ულამაზესი, მრავალფეროვანი და ცოტა უცნაური სამყარო... სად მოვხვდით? ან რა გვინდა აქ... მართლაც, რა უცნაური გარემოა... რა აღარ დაგხვდა ... კაშკაშა მზე, ნათელი ცა, რომელიც ხანდახან იწყენს და ცრემლები სცვივა  ხოლმე... წვიმს.. ისიც თითქოს ტირის... იქნებ იმიტომ, რომ ჩვენსავით იბადება, ან იქნებ სხვა მიზეზით... 

თუმცა მის ცრემლებს ისეთი სიხარულით ხვდებიან ყვავილები, ბუჩქები, ფოთლები, ხეები. ისინი ამ  ცრემლებით იზრდებიან.. რა უცნაურია, ნუთუ ცამ უნდა იტიროს და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყვავილები გაიზარდოს... გაშალოს თავისი ყვავილი და .... აგერ, ფუტკარიც მოფრინავს... ამას რაღა უნდა, ხოოო ის ხომ ყვავილებით საზრდოობს... რა უცნაურადაა ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული, ნეტა ჩვენ რიღასთვის მოვედით აქ? რამდენი კითხვა იბადება....  

გარშემო კი ყველაფერი მოძრაობს... არ ჩერდება.... გაზრდაც ხომ მოძრაობაა, მოძრაობენ ორფეხები, ოთხფეხები და მრავალფეხებიც , მცენარეები, ფრინველები და ცხოველები  ...  ყველაფერი სიცოცხლეს აფრქვევს .. სიცოცხლეს? ეს რაღააა, ერთი უბრალო სიტყვა... სიცოცხლე, იქნებ ეს იყო ის პირველი სიტყვა, რითაც ყველაფერი დაიწყო....... 

აუცილებლად გავიგებ  საიდან დაიწყო ყველაფერი... რა დაიწყო.. რატომ, ან როგორ... არ ვიცი საიადან დავიწყო ამ კითხვებზე პასუხის გაცემა... მაგრამ ამ პასუხს  აუციებლად ვიპოვი... 


6 comments:

  1. ყველა არ იბადება ტირილით, ერთეულები სიცილით მოდიან ამ ქვეყანაზე :)ეძიებდე და ჰპოვებდე და კდიევ: ისეთი მშვენიერია, რაც შევიცანი, უკვე ვიცი, რომ გაცილებით მშვენიერი შეიძლება იყოს ის, რაც ჯერ კიდევ შეუცნობელია. სოკრატე. ხოდა, მთავარია ათვლის წერტილი აიღო, მერე უკვე ადვილია კითხვებზე პასუხის გაცემა :)

    ReplyDelete
  2. :))) მარტალი ხარ... სწორედ ასეა... საკმაოდ შორს ვართ წასულები და ღრმადაც შევტოპეთ ამ კუთხით ჩვენ... თუმცა ეს უბრალოდ გზის დასაწყისში მყოფის თვალებით დანახვის მცდელობაა ... ოღონდ იმ კუთხით, რომ არ გადავარდეს სადმე...

    ReplyDelete
  3. :DDDDDDDDD შენს კომენტარზე დუმბაძის ერთი მოთხრობის სათაური გამახსენდა"თქვენც ჩუ და ჩვენც ჩუ!"

    ReplyDelete
    Replies
    1. ნუუ ეხლა მთად ჩუ არ გამოვა :))) და ზედმეტების ლაი ლაი კი მე არ მიყვარს ... ასე რომ ყველაფერი იქნება ზომიერად.. მადე ინ ლიბრა :))))

      Delete
  4. კაცოოო, ცოტა განმიღიმე ვაჰ :პპპპპ თორემ მეიდ ინ ლიბრა რომ იქენბა, მაგი კი ვიცი მე!

    ReplyDelete
    Replies
    1. :( ეხ, რავა ყველაფერს ვასერიოზულებ კაცო ჰაააააააააა :)))) ღიმილი ... ღიმილი... ეხ ღიმილი :))))

      Delete